Monday 15 October 2018


თემატური გეგმა ბუნებაში
I კლასი  მარინე მეფარიშვილი 2018-2019 .
I სემესტრი
შესასწავლი
თემა
,,ახლობელი გარემოს გაცნობა
შესასწავლი მასალა 
  • გავიცნოთ ერთმანეთი
  • ჩემი სახელმძღვანელო
  • ჩემი საკლასო ოთახი
  • ჩემი სკოლა
  • სკოლის ეზო და ქუჩა
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • გაუცხოების გრძნობის დაძლევა.
  • სახელმძღვანელოს და მისი პერსონაჟების გაცნობა
  • ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე
  • ორიენტირება სკოლის ახლომდებარე გარემოში
  •  გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება
საკვანძო კითხვები
  • როგორ შევქმნათ მეგობრული გარემო?
  • წარმოადგინეთ საკუთარი თავი.
  • ვინ არიან ჩვენი სახელმძღვანელოს გმირები?
  • რომელი პირობითი ნიშნები გავცანით?
  • რით განსხვავდება საკლასო ოთახი თქვენი ოთახისგან?

  • რატომ დგას ქუჩაში შუქნიშანი?
მკვიდრი წარმოდგენები
  • დაძლევენ გაუცხოების გრძნობას გაუზიარებენ ერთმანეთს
თავის დამოკიდებულებას საყვარელი ნივთების მიმართ.
  • შეძლებენ ობიექტების შედარებას და დაჯგუფებას
  • შეძლებენ ორიენტირებას სკოლის შენობაში, ეზოში და მიმდებარე გარემოში.
  • ამოიცნობენ და განმარტავენ ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ პირობით ნიშნებს.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
ბუნება( I)
  • ლოკალურ გარემოში ორიენტირება;
  •  გარემოში  ორიენტირება და მიზანმიმართული  გადაადგილება;
  •  გარემოში არსებული ობიექტების ამოცნობა;
კომპლექსური დავალებები
ბურთის საშუალებით გაცნობის გათამაშება, აქტიური კითხვა პასუხი, საგნების  დაჯგუფება, გამოჭრა.
შესასწავლი
თემ
,,ჰიგიენა
შესასწავლი მასალა 
  • პირადი ჰიგიენა
  • დავიბანოთ ხელ-პირი, გავიწმინდოთ კბილები.
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • ასახელებს პირად, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ნივთებს. შეუძლია მათი დანიშნულების განსაზღვრა.
  • ასახელებს პირად არასაზიარო ნივთებს და საუბრობს მათ დანიშნულებაზე.
  • ეუფლება პირადი ჰიგიენის წესებს.
საკვანძო კითხვები
  • ჩამოვთვალოთ სასწავლო ნივთები , რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება.
  • რომელ საყოფაცხოვრებო ნივთებს ვიყენებთ ხშირად?
  • დაასახელეთ მხოლოდ პირადი სარგებლობის ნივთები.
  • ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ოველდღიურად?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო, პირად და საყოფაცხოვრებო ნივთების გამიჯვნას.
  • შეძლებენ მათი დანიშნულების განსაზღვრას.
  • დაიცავენ პირადი ჰიგიენის წესებს.
შეფასების კრიტერიუმები
განმმავითარებელი შეფასება.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
ბუნება (I)
  • ორგანიზმების  სასიცოცხლო        მოთხოვნილებებისა  და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
კომპლექსური დავალებები
დიდაქტიკური ბარათების დახარისხება (პირადი, საყოფაცხოვრებო და სასწავლო ნივთების ფოტოები), ჩანთაში სასკოლო ნივთების მოძებნა და დასახელება საჭიროების მიხედვით.
შესასწავლი თემა
,,ფერი, ფორმა და ცნებები: დიდი, პატარა
შესასწავლი მასალა 
  • ფერი და ფორმა
  • დიდი და პატარა
  • ამოიცანი ფიგურები
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • შეუძლია ძირითადი ფერებისა და ფორმების დასახელება-ამოცნობა.
  • შეუძლია მიმართებითი ტერმინების გამოყენება.
  • შეუძლია საგნების შედარება ზომისა და სიმაღლის მიხედვით შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.
  • შეუძლია ფორმებსა და ფერებს შორის მსგავსება განსხვავების დანახვა.
საკვანძო კითხვები
  • დავასახელოთ მოცემული ფიგურების ფერები.
  • როგორი ფორმა აქვთ ფიგურებს?
  • რა მსგავსება ან განსხვავებაა მათ შორის?
  • რომელი უფრო მაღალია? დაბალი?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ ძირითადი ფერებისა და ფორმების ამოცნობას და დასახელებას.
  • შეძლებენ მიმართებითი ტერმინების: დიდი, პატარა, მაღალი, დაბალი შესაბამისად გამოყენებას.
  • შეძლებენ ფერებსა და ფორმებს შორის მსგავსება -განსხვავების დანახვას და აღწერას.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
ბუნება( I)
  • სხეულებისა   და მათი შემადგენელი მასალების /ნივთიერებების თვისებების დახასიათება.
კომპლექსური დავალებები
სხვადასხვა ფერის ბარათების დაჯგუფება, გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
შესასწავლი
თემა
,,ბუნებრივი ობიექტების შეცნობა
შესასწავლი მასალა 
  • ფოთლები
  • წიწვები და გირჩები
  • მზე
  • ღრუბლები
  • მთვარე
  • ვარსკვლავები
  • დღე და ღამე
  • ცისარტყელა
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • აღწერს და ადარებს ცოცხალი ბუნების ობიექტებს
  • ატარებს კვლევას, იყენებს მარტივ ხელსაწყო ლუპას.
  • ბუნებაში და ილუსტრაციებზე ამოიცნობს ციურ სხეულებს
  • აღწერს ლოკალურ გარემოს, ამზადებს მოდელებს.
  • აკვირდება დღის და ღამის ცას, ხატავს მასზე არსებულ ობიექტებს.
  • შეძლოს დღე-ღამის მონაცვლეობის მიზეზის ახსნა.
  • ამოიცნობს  და ასახელებს ცისარტყელას ფერებს.
საკვანძო კითხვები
ფოთლები ყოველთვის ერთნაირი ფორმისაა?
  • რა განსხვავებაა ფოთლებსა და წიწვებს შორის?
  • როგორია მზე?მთვარე?
  • როგორი ფერის ღრუბლები გვინახავს?
  • როდის ჩანს ვარსკვლავები ცაზე?

  • რას შეადარებთ ვარსკვლავებს?

  • რამდენი ფერი აქვს ცისარტელას? როდის ჩნდება ცაზე?
მკვიდრი წარმოდგენები
  • მოსწავლეები შეძლებენ ცოცხალი ბუნების ობიექტების აღწერას და შედარებას.
  • ეძლებენ ბუნებაში და ილუსტრაციებზე  ციური სხეულების ამოცნობას.
  • შეძლებენ ლოკალური გარემოს აღწერას და მარტივი მოდელების დამზადებას.
  • შეძლებენ დღის და ღამის ცაზე ბუნებრივი ობიექტების და სახელებას და აღწერას.
  • შეძლებენ დღეღამის მონაცვლეობის მიზეზის ახსნას.
  • შეძლებენ ცისარტყელას  ამოცნობას და ფერების დასახელებას.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
ბუნება( I)
  • წყლისა  და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე;
  • ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.
კომპლექსური დავალებები
დაკვირვება და ობიექტების აღწერა ილუსტრაციების მიხედვით, მოდელების დამზადება, ხალხური ლექსების განხილვა-დასწავლა.
შესასწავლი
თემა
,,ნაგავი
შესასწავლი მასალა 
  • როგორ ჩნდება ნაგავი
  • სად წავიღოთ ნაგავი
  • შესაფუთი მასალის დახარისხება და გამოყენება
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
  • უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი
  • აღწერს საკუთარ და სხვის ქმედებას გარემოში სისუფთავის დასაცავად
  • შეუძლია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და მეორადი ნედლეულის გამოყენება.
საკვანძო კითხვები
  • რა ზიზნი მოაქვს ნაგავს გარემოსთვის?
  • როგორ იქცევი გარემოში სისუფთავის დასაცავად?
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შესაფუთი მასალა?
მკვიდრი წარმოდგენები
  • შეძლებენ გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება-დასაბუთებას.
  • შეძლებენ საკუთარი და სხვისი ქმედების აღწერას გარემოსადმი დამოკიდებულებაში.
  • შეძლებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორედად გამოყენებას საჭიროებისამებრ.
შეფასების კრიტერიუმები
განმავითარებელი შეფასება
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
ბუნება( I)
  • გარემოში არსებული ობიექტების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
კომპლექსური დავალებები
 მინი ექსკურსია მიმდებარე პარკში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ( ქაღალდი, ლითონი, პლასტიკა, მინა) სხვდასხვა ნივთების დამზადება. მოთხრობის განხილვა.

No comments:

Post a Comment