Thursday 19 September 2019

                          სადამრიგებლო საათის პროგრამა  
                                                                                   
                                                                            II კლასი

დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3. დამრიგებლის მოვალეობებია: 
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;
ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
ბ.გ) მეწარმეობის უნარების განვითარება;
ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ბ.ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
ბ.ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
ბ.ზ) თვალსაწიერის გაფართოება.
1) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
1.ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
1.ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
1.გ) ანალიზის უნარის განვითარებით;
1.დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;
1.ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;
1.ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

N
თემა
მიზანი
რესურსები
შენიშვნა
1.
პიროვნული და მორალური განვითარება

1.რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი? რით განსხვავდებით პირველკლასელებისგან? (ჩვენ ვიცით კითხვა, წერა, ანგარიში) ზაფხულის შთაბეჭდილებები.

2.საკლასო წესების შემუშავება. რომელი წესების დაცვა გვეხმარება სწავლაში? 

3.ემოციები, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა საქმიანობას (საკონტროლო წერას, გამოკითხვას, ფეხბურთის თამაშს) 

4. თვისებები, რომელთა გამოც ვირჩევთ მეგობრებს; ადამიანური თვისებები; თვისებები, რომლებიც აუცილებელია მეგობრობისა და სწავლისათვის. თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა და მეგობრობაში  

5.იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი (მოსწავლის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აქცენტი მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე და არა თანდაყოლილ თვისებებზე) როგორი ვარ მე? ავტოპორტრეტი თვისებებით

6. მეგობრობა, მეგობრობის უნარი.

7.ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავება. სამყარო სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს. დადებითი და უარყოფითი მხარეები.

8.ადამიანების დახმარება, ალთრუიზმი; როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან? 

9.მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში-სირთულეების „სკივრი“. მაგ.:ზოგისთვის რთულია გაკვეთილზე წყნარად ჯდომა, ზოგისთვის-კარნახით წერა... 

10.მეორეკლასელის შესაძლებლობები-შესაძლებლობათა „სკივრი“.

11. სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები: ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება, მოუთმენლობა, სიფიცხე.

12.სირთულეების დაძლევის გზებზე ფიქრი, სტრატეგიების შემუშავება, კონფლიქტების მოგვარება-კონფლიქტების(უთანხმოების გამომწვევი მიზეზები) 

13. ქცევის წესები, ეტიკეტი:დაბადების დღისთვის საჩუქრის შერჩევა, გადაცემა ან საჩუქრის მიღება; სუფრაზე, თეატრსა და კინოში ქცევის წესები.
მიმართულების მიზანია ბავშვებში პიროვნული უნიკალობის გრძნობის ჩამოყალიბება, სხვა პიროვნებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების ფორმირება (მათი მიღება ისეთებად როგორებიც არიან). საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი გავლენის გარეშე მისი დაცვისა და სხვისი ღირსების დაცვით ურთიერთობის დამყარების უნარის განვითარება                                                                                                 
                                                 
დამხმარე სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები
2
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

1.გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება), ხეების მოვლა .

2. საკუთარი ჯანმრთელობა, როგორც ფასეულობა; ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე

3. დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა. 

4.ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, სასარგებლო პროდუქტები, დროულად დაძინება, კომპიუტერის გამოყენებისა და თელევიზორის ყურების რეგლამენტი 
მიმართულების მიზანი არის ბავშვებში გარემოს, პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნის განვითარება. სწორი კვების, დღის რეჟიმის დაცვის, სპორტის მნიშვნელობის გათვითცნობიერება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა, ჯანმრთელობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა
დამხმარე სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები
3.
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება

1.მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება, შესვენების დროს კიბეებზე სირბილი. 

2. უსაფრთხოება-მშობლების, მეგობრების მისამართის ცოდნის აუცილებლობა, ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესები. 

3. ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები, მოვლენები. 

4. ქალაქის, სოფლის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები.
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება. ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ; საკუთარი თავის, ეზოს, ქუჩის, ქალაქის, სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება
დამხმარე სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები
4. 
თვალსაწიერის გაფართოება

1.არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნები
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი ინტერესის გაღვივება
დამხმარე სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები

1 comment:

  1. The Wynn Hotel and Casino - Mapyro
    Information 대전광역 출장마사지 and 김천 출장마사지 reviews 대구광역 출장샵 for The Wynn Hotel and Casino in Las Vegas, NV. View reviews, 순천 출장샵 hours, directions, 서귀포 출장마사지 opening hours and a map of The Wynn Hotel and Casino

    ReplyDelete