შესასწავლი
თემა
|
,,რიცხვები 1-დან 5-მდე“
|
შესასწავლი მასალა
|
- მარცხნივ, მარჯვნივ, შუაში
- ზევით, ქვევით, შუაში
- წინ, უკან
- დაწყვილება
- შიგნით და გარეთ
- სტრიქონი და სვეტი
- მიმდევრობა
- ერთი
- ორი
- სამი
- ოთხი
- ხუთი
- მეტ-ნაკლებობის ნიშანი
- ტოლობის ნიშანი.
|
სასწავლო შედეგი,
რომელსაც გვინდა
რომ
მივაღწიოთ
|
- მოსწავლეებს შეეძლოთ სივრცეში ორიენტაცია და ცნებების სწორად გამოყენება( მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში, ზევით, ქვევით, წინ, უკან)
- რაოდენობების შედარება დასკვნებით: მეტი ან ნაკლები
- მეტ-ნაკლებობის და ტოლობის ნიშნების სწორად გამოყენება
- 1-დან 5-მდე რაოდენობების, მათი სახელების, ციფრების სწორად გამოყენება, დაწერა, გროვის შექმნა.
|
საკვანძო კითხვები
|
- მაჩვენე
მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი...
- წითელი რგოლი
მარჯვნივაა თუ მარცხნივ?
- მარჯვნივ უფრო
მეტი რგოლია თუ მარცხნივ?
- რომელ
გროვაშია მეტი? ნაკლები?
- რამდენი
მაგნიტია არეს შიგნით?გარეთ?არეზე?
- რომელია
ზევით? ქვევით? შუაში?
- რამდენი
ფანქარია ზემმოდან პირველ სტრიქონში?
- ჩასვი
რგოლებს შორის საჭირო ნიშანი (მეტობის, ნაკლებობის ტოლობის.)
- როგორ
გავარკვიოთ რომელი გროვაა მეტი ან ნაკლები(უნდა დავაწყვილოთ)
|
მკვიდრი
წარმოდგენები
|
- მოსწავლეები შეძლებენ სივრცე|ში სწორად ორიენტირებას და ცნებების სწორად გამოყენებას( მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში, ზევით, ქვევით, წინ, უკან)
- შეძლებენ რაოდენობების შედარებას ვიზუალურად მეტ-ნაკლებობის ცნების გამოყენებით
- შეძლებენ მეტ-ნაკლებობის ნიშნის სწორად დასმას გროვების რაოდენობებს შორის.
- შეძლებენ 1-დან 5 მდე რიცხვების სწორად დაწერას რაოდენობის შესაბამისად.
|
შეფასების კრიტერიუმები
|
შემაჯამებელი ბარათები, შეფასების რუბრიკები .განმავითარებელი შეფასება,კომენტარი.
|
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
|
- ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი დაწყვილებით.
- ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
- კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
- მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამათებით რაოდენობას.
- მიმდევრობის მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის რამდენიმე თანმიმდევრულ ღია პოზიციას.
|
კომპლექსური დავალებები
|
- სხვადასხვა ფერის გროვების შექმნა -შედარება.
- სურათების აღწერა.
- სხვადასხვა საგნებით მიმდევრობების შექმნა.
- წერითი სავარჯიშოები.
- სხვადასხვა ფერის მაგნიტების დაწყვილება დაფაზე.
- გროვებს შორის მეტ-ნაკლებობის და ტოლობის ნიშნის ჩასმა.
- სტრიქონზე და სვეტზე საგნების განლაგება. მსგავსი სავარჯიშოების შესრულება ნახატების ან სურათების
გამოყენებით.
|
შესასწავლი
თემა
|
,,ვივარჯიშოთ 5-მდე ანგარიშში“
|
შესასწავლი მასალა
|
1.შეკრება
2.მერამდენეა?
3. სამეულები
4. ოთხეულები
5. ხუთეულები
6.ცხრილი და ციფრები
7. თეთრები
8. ლარები
9. რამდენიმე არე.
|
სასწავლო შედეგი,
რომელსაც გვინდა
რომ
მივაღწიოთ
|
- მოსწავლეებს შეეძლოთ 5-მდე რაოდენობების შეკრება საგნებზე მოქმედების შესრულებით და შეკრების ჩაწერა სიმბოლოებით.
- ფულის ისეთი ნომინალის ცოდნა, რომელზედაც გამოსახულია რიცხვები 5 ის ფარგლებში
- საგანთა გროვებიდან სამეულების, ოთხეულების, ხუთეულების გამოყოფა
- 5-მდე რიგობითი რიცხვითი სახელების სწორად გამოყენება.
- შედარებით რთული წირებით შექმნილი არეების გამოყოფა და მათი გადათვლა.
- ცხრილის, სვეტის, სტრიქონის და უჯრის იდენტიფიცირება.
|
საკვანძო კითხვები
|
- რას ნიშნავს არე?
- რამდენი გროვაა?
- როგორ გამოვყოთ გროვები?
- რამდენი არეა? რომელია შიდა? გარე?
- რომელია სვეტი? სტრიქონი? უჯრა?
|
მკვიდრი
წარმოდგენები
|
- მოსწავლეები შეძლებენ 5-მდე რაოდენობების შეკრებას საგნებზე მოქმედებების შესრულებით და ჩაწერენ მათ სიმბოლოების გამოყენებით.
- შეძლებენ 5-ის ფარგლებში ფულის ნომინალის ამოცნობას.
- შეძლებენ საგანთა გროვებიდან სამეულის, ოთხეულის, ხუთეულის გამოყოფას.
- შეძლებენ 5-მდე რიგობითი რიცხვითი სახელების სწორად გამოყენებას.
- შეძლებენ შედარებით რთული წირებით შექმნილი არეების გამოყოფას და გადათვლას.
- შეძლებენ ცხრილის, სვეტის, სტრიქონის და უჯრის იდენტიფიცირებას.
|
შეფასების კრიტერიუმები
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები, შეფასების რუბრიკები .
|
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
|
- ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
- კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
- მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამათებით რაოდენობას.
|
კომპლექსური დავალებები
|
- მცირე გროვების გადათვლა
- წერითი
დავალებები
- რაოდენობის შესაბამისი რიცხვების ჩაწერა
- გროვებიდან სამეულების, ოთხეულების, ხუთეულების გამოყოფა
- ფულის ერთეულების ამოცნობა
- წირების შექმნა და არეების განსაზღვრა
- ცხრილებში სვეტის და სტრიქონის განსაზღვრა.
- უჯრის ცნების განმარტება.
|
შესასწავლი თემა
|
,,რიცხვები 6-დან 10-მდე“
|
შესასწავლი მასალა
|
- ექვსი
- შვიდი
- რვა
- ცხრა
- ათი
- გამოკლება
- არეების საზღვრა
- რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია?
- 5-მდე შევსება
- 10-მდე შევსება
|
სასწავლო შედეგი,
რომელსაც გვინდა
რომ
მივაღწიოთ
|
- მოსწავლეები შეეძლებენ 6-დან 10-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენებას, სახელის მიხედვით ციფრის ჩაწერას, ციფრის შესაბამისი გროვის შექმნას.
- გამოკლების მოქმედების შესრულებას და გამოკლების ნიშნის სწორად გამოყენებას.
- რაოდენობის შედარებას და დადგენას რამდენით მეტია ან ნაკლებია.
- შედარებით რთული წირების არეების იდენტიფიცირებას და ამ არეების საზღვრების დადგენას.
|
საკვანძო კითხვები
|
- აღწერეთ სიტყვიერად შეკრების, გამოკლების, ტოლობის შედეგის ცნებები.
- რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია?
- რომელია არის საზღვარი?
- როგორ შევავსოთ 5 -მდე?
- როგორ შევავსოთ-10- მდე?
|
მკვიდრი
წარმოდგენები
|
- მოსწავლეები შეძლებენ 6-დან 10-მდე რაოდენობების მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების სწორად გამოყენებას და ციფრების ჩაწერას.
- შეძლებენ ციფრის შესაბამისი გროვების შექმნას
- შეძლებენ გამოკლების მოქმედების შესრულებას და გამოკლების ნიშნის სწორად გამოყენებას.
- შეძლებენ რაოდენობების შედარებას და დადგენას რამდენით მეტია ან ნაკლებია.
- შეძლებენ შედარებით რთული წირების იდენტიფიცირებას და არეების საზღვრების დადგენას.
|
შეფასების კრიტერიუმები
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები.
|
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
|
მათ.(I)
- ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
- კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
|
კომპლექსური დავალებები
|
- რაოდენობების დათვლა და შესაბამისი რიცხვის ჩაწერა
- შეკრება-გამოკლების მოქმედებების ჩაწერა
- გროვების შექმნა და მათიშედარება
- რთული წირების შექმნა. და არეების და საზღვრების დადგენა.
- რაოდენობების 5-მდე და 10-მდე შევსება
|
შესასწავლი
თემა
|
,,ვივარჯიშოთ 10-მდე ანგარიშში“
|
შესასწავლი მასალა
|
1.რიცხვების დალაგება ზრდადობით
2.რიცხვების დალაგება კლებადობით
3. რიცხვების კიბე
4. ნული
5. გამოსახულება
6. გამოსახულების და რიცხვების შედარება
7. გზაჯვარედინები წირზე
8. შესაკრებები და ჯამი
9. საკლები, მაკლები, სხვაობა.
|
სასწავლო შედეგი,
რომელსაც გვინდა
რომ
მივაღწიოთ
|
- 10-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით. შეკრების და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით.
- ,,ცნებების: ,,შესაკრები“, ,,ჯამი“, ,,საკლები“, მაკლები“, ,,სხვაობა“ სწორად გამოყენება.
- წირის გზაჯვარედინების იდენტიფიცირება.
- გროვის პატარა ტოლ გროვებად მოწესრიგება და ჩაწერა სიმბოლოებით გამოსახულების სახით.
- რამდენიმე რიცხვის ზრდადობის და კლებადობის მიხედვით დალაგება.
|
საკვანძო კითხვები
|
- რამდენი ხუთეულია?? რამდენჯერაა აღებული? სამეული რამდენია?რამდენჯერაა აღებული? ოთხეული რამდენჯერ?
- როგორ ჩავწეროთ? მაგ: სამი ოთხეული, ორი ხუთეული,
- როგორ წარმოვთქვათ ჩანაწერი სწორად?
- რომელია ზრდადობა? კლებადობა?
|
მკვიდრი
წარმოდგენები
|
- მოსწავლეები შეძლებენ 10-მდე რაოდენობების შეკრებას და გამოკლებას საგნებზე მოქმედების შესრულებით. შეკრების და გამოკლების ჩაწერას სიმბოლოებით.
- მოსწავლეები შეძლებენ ,,ცნებების: ,,შესაკრები“, ,,ჯამი“, ,,საკლები“, მაკლები“, ,,სხვაობა“ სწორად გამოყენებას.
- მოსწავლეები შეძლებენ გროვის პატარა ტოლ გროვებად მოწესრიგებას და ჩაწერას სიმბოლოებით გამოსახულების სახით.
- შეძლებენ რამდენიმე რიცხვის ზრდადობის და კლებადობის მიხედვით დალაგებას.
|
შეფასების კრიტერიუმები
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები.
|
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
|
- ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
- კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
- სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა დაშედეგის ცნებებ სხვადასხვა კონტექსტში.
- ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებას.
|
კომპლექსური დავალებები
|
- გროვების შექმნა: სამეული, ოთხეული, ხუთეული .
- გროვის შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება
- შეკრება-გამოკლების მაგალითების ჩაწერა
- გამოსახულების მიხედვით გროვის შექმნა.
- რთული გამოსახულების სედგენა გროვების მიხედვით.
|
შესასწავლი
თემა
|
,,რიცხვები 11-დან 15-მდე“
|
შესასწავლი მასალა
|
- ათეული
- თერთმეტი
- თორმეტი
- ცამეტი
- თოთხმეტი
- თხუთმეტი
- გახსნილი წირი და მონაკვეთი
- ტეხილი
- ჯამების შედარება
- სხვაობების შედარება
- 10
თეთრი და 10 ლარი.
|
სასწავლო შედეგი,
რომელსაც გვინდა
რომ
მივაღწიოთ
|
- 10-დან 15-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, ჩაწერა, შესაბამისი გროვის შექმნა, მოცემული რაოდენობების სახელდება და ციფრებით ჩაწერა.
- 10-დან
15-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით, შეკრების და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით.
- გახსნილი წირების იდენტიფიცირება, ცნებების ,,მონაკვეთი“ და ,,ტეხილი“ დაუფლება.
|
საკვანძო კითხვები
|
მიჩვენეთ გახსნილი წირი?
- რა არის მონაკვეთი?
- რისგან შედგება ტეხილი?
- რომელია შეკრული ტეხილი? გახსნილი?
- როგორ ჩავწეროთ რიცხვები?(11,
12,13,14,15) დაა.შ.
|
მკვიდრი
წარმოდგენები
|
- მოსწავლეები შეძლებენ 10-დან 15-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენებას, ჩაწერას, შესაბამისი გროვის შექმნას, მოცემული რაოდენობების სახელდებას და ციფრებით ჩაწერას.
- მოსწავლეები შეძლებენ 10-დან 15-მდე რაოდენობების შეკრებას და გამოკლებას საგნებზე მოქმედების შესრულებით, შეკრების და გამოკლების ჩაწერა სსიმბოლოებით.
- მოსწავლეები შეძლებენ გახსნილი წირების იდენტიფიცირებას, ცნებების ,,მონაკვეთი“ და ,,ტეხილი“ დაუფლებას.
- რომელიმე ხერხით (აპლიკაცია, ნახატი) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას.
|
შეფასების კრიტერიუმები
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარი, შემაჯამებელი ბარათები.
|
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
|
- ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით- მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
- კითხულობს და წერს რიცხვებს , გამოხატავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
- აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურას.
- სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა და
შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში.
- ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებას.
|
კომპლექსური დავალებები
|
- რიცხვების ჩაწერა რაოდენობების მიხედვით
- სხვადასხვა
ნივტების გამოყენება რაოდენობების შესადგენად.
- მონაკვეთის, გახსნილი და შეკრული ტეხილის დახაზვა.
- წირიდან მონაკვეთის გამოყოფა
- მაგალითების ჩაწერა.
|
No comments:
Post a Comment